ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მთავრობას შეეძლო ოდნავ უკეთესად ემუშავა ან გაცილებით უარესადაც

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მთავრობას შეეძლო "ოდნავ უკეთესად ემუშავა ან გაცილებით უარესადაც". ყოფილი პრემიერის თქმით, "მთავრობა ეფექტურია და განსაკუთრებით ეფექტურია პრემიერმინისტრი".

როგორც ბიძინა ივანიშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, "შეიძლებოდა 10-15 %-ით მეტის გაკეთება ან უარესიც, მაგრამ შედარებებს, რასაც აკეთებენ ოპოზიციონერები, რომ რამდენჯერმე უკეთესად შეეძლოთ მინისტრებს მუშაობა", ყოფილი პრემიერი არ ეთანხმება.

"ოდნავ უკეთაც შეიძლებოდა და შეიძლებოდა, ვთქვათ, რომ გაცილებით უარესადაც. ოდნავ უკეთ შეიძლებოდა ემუშავა მთავრობას, რამეთუ ის წარმოდგენა არ შეგექმნათ, თითქოს მე მას იდეალურად ვახასიათებდე. რა თქმა უნდა, გარკვეულ სამინისტროებზე შეიძლება კონკრეტიკაზე გადავიდეთ და კონკრეტული შენიშვნები, მინიშნებები გავაკეთოთ, მაგრამ მე არ მივიჩნევდი ამას საჭიროდ. ზოგადად ვთვლი, რომ მთავრობა ეფექტურია და განსაკუთრებით ეფექტურია პრემიერმინისტრი", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილ პრემიერმინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ კვირის პალიტრის 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება.

კომენტარები