შსს

შსს: ასლან აბაშიძის შვილს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის შვილს გიორგი აბაშიძეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი აბაშიძეს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

"გიორგი აბაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს. იგი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და დაჯარიმდა. მას 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა", - უთხრეს ინტერპრესნიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

გიორგი აბაშიძე ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილების თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. ადვოკატ რამინ პაპიძის განცხადებით, გიორგი აბაშიძე აპროტესტებს დაკავებას და აცხადებს, რომ ეს გამიზნული იყო. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გიორგი აბაშიძე დღეს, ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. 

კომენტარები