საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე არ ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით და არ გამორიცხავს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების აშშ-ში ვიზიტს და მათ მიერ არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას უკავშირდება.
„ოპონირება ოპონირებაა, მაგრამმავნებლობა მავნებლობაა. სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება, რომ ოპონირება გასწიო. ჩემი ღრმა პატივისცემის და დიდი მადლიერების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, მე ამ კონკრეტულ შეფასებას ვერ დავეთანხმებოდი. ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო, ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიკური დევნა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნის.