ქართული ოცნება

კახა კალაძე: დუმბაძე პირადად ერეოდა არჩილ ხაბაძის უფლებამოსილებაში

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

მურმან დუმბაძე ცდილობდა ჩარეულიყო, თუ ვინ სად უნდა დანიშნულიყო აჭარაში და ერეოდა პირადად არჩილ ხაბაძის უფლებამოსილებაში - თქვა ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ქართული ოცნების მიერ გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილებოდა აჭარის ავტონომიური მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, რომლის ინიციატორი აჭარის მთავრობის ქართული ოცნების ფრაქციის წევრი მურმან დუმბაძე იყო. 

ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქვეყანაში დავამთავრეთ მმართველობა, როცა ერთი კაცი განაგებდა ყველაფერს. მოგეხსენებათ, დღეს ძალაუფლება არის გადანაწილებული პრეზიდენტს, პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და პრემიერმინისტრს შორის. ბატონი დუმბაძე ერეოდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო აჭარაში საკრებულოს წევრი, ვინ სად უნდა დანიშნულიყო, პირადად ერეოდა ხაბაძის უფლებამოსილებაში - განმარტა კახა კალაძემ. 

რამდენიმე საათის წინ მურმან დუმბაძე ქართული ოცნებიდან გარიცხეს. ამის საპასუხოდ დუმბაძემ განაცხადა, რომ ის მოღვაწეობას გააგრძელებდა აჭარის პარლამენტში, როგორც ოპოზიციის ფლაგმანი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადებაში ასევე განმარტა დუმბაძის პარტიიდან გარიცხვის მიზეზი.  

"სამწუხაროდ, მურმან დუმბაძის ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა ჩვენში. მისი მცდელობა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭო, ისე აჭარის მთავრობა, უშედეგოდ დასრულდა. ორი წლის შემდეგ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იგი აგრძელებდა მსგავს დესტრუქციულ მოქმედებას. ამიტომ, ჩვენ გავაანალიზეთ მისი ქმედებები და, სამდივნოს გადაწყვეტილებით, იგი გარიცხულია პარტია „ქართული ოცნებიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები