ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი პრეზიდენტის საიდუმლო მიმოწერაზე: სასაცილოა, რა იყო ამაში დასამალი?

საერთო ფონი ასეთი იყო, რომ როგორ გაბედეს და საჯაროდ გამოიტანეს პრეზიდენტთან მიწერ-მოწერის ამბავი. ეს სასაცილოა, რა იყო ამაში დასამალი? როდესაც ბოკერიას უწყების 16 მილიონის ამბავი გადმოცემულიც არ იყო გრიფ საიდუმლოს მოსახსნელად, ავდექი და საჯაროდ ვისაუბრე ამაზე და არავის უთქვამს, როგორ გავბედე და განცხადება გავაკეთე. ლობისტური ხარჯები უნდა იყოს გამჭვირვალე, ისევე როგორც პრეზიდენტის ხარჯები, თან ისეთი ხარჯები, რაც სააკაშვილს ჰქონდა. არასწორად ჰქონდა გრიფი დადებული და რა იყო აქ დასამალი?  

განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში. ცნობისთვის, 8 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ "პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“.

კომენტარები