რაც შეეხება კრიმინოგენულ სიტაუციას, მე ვთვლი რომ ეს არის მიზანმიმართული PR-აქცია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები მიზანმიმართულად ახორციელებენ. მაგალითად ინტერნეტსივრცეში მათ ჰყავთ შექმნილი სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ეწევიან პროპაგანდას. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანაში დანაშაული ხდება, ეს ძალიან ცუდია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შემცირდეს, მაგრამ დანაშაული ხდება ყველგან, ნებისმიერ ქვეყანაში. ისეთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც ევროპული ქვეყნებია. ნაციონალური მოძრაობის წევრებს უნდათ, რომ რაღაც ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნან საზოგადოებას თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და უმართავი სიტუაცია. ეს კონკრეტულად მათ აწყობთ, მაგრამ რეალობაში სინამდვილეში ჩვენ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია მათდა სამწუხაროდ. რაც შეეხება ჭიკაიძეს, ახალგაზრდა, წესიერი, პატიოსანი ადამიანი არის და ყველაფერს აკეთებს ის იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ნორმალური სიტუაცია კრიმინალური მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლიცია, როგროც ყოველთვის, იყოს მოწოდების სიმაღლეზე.
tbl.ge/6oe
დაკოპირდა
აკეთებს კომენტარს კახა კალაძე კრიმინოგენულ სიტუაციაზე ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ – შსს-მ 15 პირი დააკავა
- ორ მეზობელს სახეში ხელი დაარტყა - აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა
- უვადო პატიმრობა მიესაჯა ლილოს ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს
- ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი – საგამოძიებო
- კახეთში 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მისი მამა დააკავეს