დღეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის კამპუსში კომპანია გუგლის წარმომადგენლებმა ქართულ უნივერსიტეტებში პირველი გუგლის ოთახი გახსნეს.
აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებს კონკურსის გავლის შემდგომ კომპანიაში სტაჟირებისა და დასაქმების საშუალება ექნებათ.
შეხვედრაზე Google-ის სპეციალისტებმა სტუდენტებს CV-ის შევსებასთან დაკავშირებით ღია ტრენინგი ჩაუტარეს. კომპანია მისთვის სასურველ კადრებს ტესტირების საშუალებით შეარჩევს.