ლატვიის არჩევნები

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა

ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა. კოალიციაში შედიან პრემიერმინისტრის ლაიმდოტა სტრაუიუმას პარტია ერთობა, მწვანეებისა და ფერმერების კავშირი და ეროვნული ალიანსი. მათ ხმათა დაახლოებით 58% მიიღეს. კოალიცია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ცნობილი მხარდამჭერი იყო.

მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ "თანხმობა" ხმათა 23% დააგროვა. მას ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერა ჰქონდა.

კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 59% შეადგინა.

კომენტარები