Air France-ის ცნობით სექტემბერში პილოტების ორ კვირიანმა გაფიცვამ კომპანიას $631 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. ავიაკომპანიის პილოტების გაფიცვის მიზეზი ანაზღაურებისა და ზეგანაკვეთური მუშაობის სათანადო კომპენსაცია იყო.
აღსანიშნავია, რომ Air France-KLM სექტემბრის თვეში ახალი დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ავიაკომპანიის პროექტის განვითარებას გეგმავდა, რამაც კომპანიის თანამშრომლებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. პილოტების გაფიცვის ერთ-ერთი მოთხოვნა მთლიანი Air France-KLM-ის მასშტაბით სახელფასო პოლიტიკის გათანაბრება იყო.
Air France-KLM-ის ჰოლდინგი 2004 წელს ფრანგული Air France-ისა და ჰოლანდიური KLM-ის შერწყმის შემდეგ შეიქმნა.