ზეწოლა მერიის თანამშრომლებზე

მერიის თანამშრომელი გიორგი ხაბურზანია აუდიოჩანაწერს ავრცელებს

რუსთავი 2

მერიის თანამშრომელი გიორგი ხაბურზანია აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ფიგურირებს 3 ადამიანი - თავად გიორგი ხაბურზანია - ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, გეგი ნიჟარაძე - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და მისი პირველი მოადგილე დავით მედოლაშვილი. სამსახურის ხელმძღვანელები გიორგი ხაბურზანიას უნდობლობას უცხადებენ იმის გამო, რომ ის არ არის მათი პოლიტიკური კურსის მხარდაჭერი. აღნიშნულ ჩანაწერს რუსთავი 2 ავრცელებს.

გიორგი ხაბურზანია: ვარ საკმაოდ კომპეტენტური და საქმეს, რაც არის გასაკეთებელი, გავართმევ თავს და გავაკეთებ.

გეგი ნიჟარაძე/დავით მედოლაშვილი: შენ მეუბნები, არ ვარ კურსის მომხრეო და მე შენ როგორ უნდა გენდო. არ ვარ დარწმუნებული, რომ შენ რაღაცა საბოტაჟს არ მოაწყობ. საქმეს რომ გამიფუჭებ მერე ვნახო? უნდობლობას გიცხადებ, შემოგევლე, იმიტომ, რომ შენ მართლა სერიოზულად პოლიტიზებული ხარ. რად მინდა ახლა ლოზუნგებით რომ მელაპარაკები, რომ პოლიტიკური ნიშნით გიშვებთ, პირიქით, მოსულები ვართ, ისე დაგველაპარაკე შე კაიდედმამიშვილო, რომ მისაღები გახდეს. აირჩიე კურსი, გაყევი ბოლომდე. ის რომ ჩამოგივათ სარფში, წადი და იქ ბაირამივით დახვდით ხოლმე. აქ, სამსახურში სხვა რეალობაა.

გიორგი ხაბურზანია: თქვენ გინდათ, რომ დავწერო განცხადება.

გეგი ნიჟარაძე/დავით მედოლაშვილი: მე არ მინდა, სამსახურს უნდა. შენი სამსახური შენ გარეშე უკეთესი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე უარყოფს ასეთი საუბრის არსებობას.

გორგი ხაბურზანია კი კვლავ უნდობლობას უცხადებს დადგეგმილ ატესტაციას, რადგან დარწმუნებულია, რომ მერიის მაღალჩინოსნები მას პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებენ.

კომენტარები