რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

იმერლიშვილი: არ მგონია, რუსეთს თავის საზღვართან არეული ქვეყანა უნდოდეს

რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის და ამით მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ვცდილობთ. სტაბილური საქართველო რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია და არ მგონია, რუსეთსაც თავის საზღვართან არეული და არასტაბილური ქვეყნის არსებობა უნდოდეს. პირიქით, რაც უფრო ძლიერი მეზობელი ეყოლება, რუსეთისთვისაც უკეთესია.

აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი გაზეთ ვერსიასთან საუბარში.

კომენტარები