თეორემა

ერდოღანის დილემა - ISIS, ასადი, ქურთები და აშშ-ის პოლიტიკა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - დუისელი ისლამისტი გურამ გუმაშვილი. როგორც ცნობილია ექსტრემისი ისლამისტების რიგებში ასამდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიდან - რამდენიმე ასეული. ჩრდილოეთ კავკასიიდან კიდევ უფრო მეტი მებრძოლია წასული. ე. წ. ისლამური სახელმწიფო ჩრდილოეთით ფართოვდება, ისინი ახალი ფრონტის გახსნას ჩრდილოეთ კავკასიაში აანონსებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ბრძოლები სირია-თურქეთის საზღარზე მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ქალაქ კობანეში მიმდინარეობს.

ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ თურქეთის მთავრობა დათანხმდა შეერთებულ შტატებს საკუთარი ტერიტორია გამოიყენონ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის.

რატომ ყოყმანობდა და რას ითხოვს თურქეთი, რატომ იკავებს თავს ამერიკა სახმელეთო ოპერაციისგან და რა ბედი ელით ქურთებს, ამ და სხვა კითხვებზე საქართველოს ყოფილი პრემიერ და ყოფილი ელჩი თურქეთსა და ნატოში გეგა მგალობლიშვილი გვპასუხობს.

კომენტარები