უზენაესი სასამართლო

კუბლაშვილი: წულუკიანმა იქნებ ჯერ სამთავრობო ცვლილებებზე იფიქროს?!

მე არ ვიცი, მგონი მთავრობაშია ცვლილებები შემოდგომაზე და ხომ არ ჯობია, ჯერ ამაზე იფიქროს? კომპეტენტურობას რაც შეეხება, ეს ძალიან ხშირად გამოჩნდა იმ საქმეებში, რომლებიც განიხილეს ჩვენმა მოსამართლეებმა და არა მგონია, რომ არაიურისტმა ადამიანმა შეძლოს მოსამართლის კომპეტენციის შეფასება. მეტს ვერაფერს ვიტყვი. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უპასუხა. წულუკიანმა გადაცემა არჩევანში თქვა, რომ მოსამართლეთა კომპეტენტურობის პრობლემა არსებობს და "მოუთმენლად ველი 2015 წლის მარტის თვეს, როცა კოტე კუბლაშვილი დაასრულებს თავის კარიერას".

კომენტარები