იპოთეკით დაზარალებულთა აქცია

ქუთაისის პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებულმა ორმა ქალმა თავი მოიწამლა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. ისინი ხელისუფლებისაგან გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებს და სახლებიდან მათი გამოსახლების გადავადებას ითხოვენ. აქციის მონაწილე ორმა ქალმა 20-20 აბი წნევის წამალი დალია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს.

იპოთეკით დაზარალებულები ამ დრომდე პარლამენტის შენობასთან რჩებიან და ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გამოსვლას ელოდებიან.

კომენტარები