საერთო სამხედრო დაჯგუფება

ბერძენიშვილი: პრემიერის განცხადება აფხაზეთზე პოლიტიკური ნაბიჯია

მე მგონია, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ნაბიჯები, გადადგმული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ აფხაზურმა მხარემ იცოდეს, რომ არსებობს შანსი, რაღაცას ხელი არ მოაწერონ. ყველაფერს, რასაც შესთავაზებს რუსეთი, არ უნდა დაეთანხმოს და საქართველოს მხარე, მისი მშობელი მხარე კარნახობს, რომ არსებობს ჩვენთან საუბრების დიდი შანსები. ბევრ რამეზე შეიძლება ლაპარაკი. 

ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება "პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის".

კომენტარები