ლევან ბერძენიშვილის ინტერვიუ

ბერძენიშვილი: ენმ შვილმკვდარ დედას ჰგავს, რომელსაც შვილი ცოცხალი ჰგონია

დედას რომ შვილი მოუკვდება და ცოცხალი ჰგონია, დაახლოებით ისეთი ამბავია, ჯანსაღი არაა ეს ამბავი, სამედიცინო თვალსაზრისით საინტერესო მოვლენაა. სააკაშვილს პრეზიდენტად მოიხსენიებენ ამერიკულ ყაიდაზე, მაგრამ ამერიკულ ყაიდაზე როდესაც ამბობენ პრეზიდენტი სააკაშვილი, იგულისხმება, რომ დღეს სხვა პრეზიდენტია. ამათთვის კი სააკაშვილი დღესაც პრეზიდენტია, ამაშია განსხვავება, ეს არაა ენობრივი პრობლემა, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა.
ერთხელ უკვე სცადეს მიხეილ სააკაშვილისგან განთავისუფლება, ჰქონდათ ამის მცდელობა, ახალი ლიდერის გამოვლენის მცდელობაც იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ვერ მოერივნენ, რაც არაა გასაკვირი. სააკაშვილი თავის თანაგუნდელებს ბევრად აღემატება. სააკაშვილი არის პირველი, შემდეგი კაცი არის მე-18... სააკაშვილსა და შემდეგ ლიდერს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. ეს ძალიან ჰგავს გალაქტიონისა და სხვა ქართველი პოეტების ამბავს მე-20 საუკუნეში.  

განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა for.ge- სთან ინტერვიუში

კომენტარები