ეგზიტპოლი: არჩევნებში პოროშენკოს ბლოკი, სახალხო ფრონტი და სამოპომიჩი ლიდერობენ

პეტრო პოროშენკო და არსენი იაცენიუკი ევრომაიდანზე
სერგეი ჩუზავკოვი / Associated Press

ნაციონალური ეგზიტპოლის მონაცემებით, რომლის შედეგები უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადდა, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკოს ბლოკი ლიდრობს, რომელმაც ამომრჩეველთა 23 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

ეგზიტპოლის თანახმად, შედეგები ასე განაწილდა:

პოროშენკოს ბლოკი - 23%
სახალხო ფრონტი - 21%
სამოპომიჩი - 13,2%
ოპოზიციური ბლოკი - 7,6%
ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია - 6,4%
პარტია სვობოდა - 6,3%
პარტია ბატკივშჩინა - 5,6%
სამოქალაქო პოზიცია - 3,5%
კომუნისტური პარტია - 2,9%
სილნა უკრაინა - 2,6%
მემარჯვენე სექტორი - 2,6%
ზასტუპი - 1,8%

შესაბამისად, ეგზიტპოლის თანახმად, 5 პროცენტიანი ბარიერი შვიდმა პარტიამ გადალახა. 

არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა 1 პროცენტზე ნაკლები მიიღეს.

კომენტარები