უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა გრძელდება.
ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შედეგად 21, 94 პროცენტით კვლავ პრემიერ იაცენიუკის სახალხო ფრონტი ლიდერობს. მას ოდნავ ჩამორჩება პრეზიდენტ პოროშენკოს ბლოკი 21, 6 პროცენტით.
რადაში ასევე გადიან გაერთიანება სამოპომიჩი, ოპოზიციური ბლოკი და ბატკივშჩინა. სახალხო ფრონტი აცხადებს, რომ ყველა დემოკრატიულ ძალას კოალიციის ფორმირების თაობაზე მოლაპარაკებებს სთავაზობს.