საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი

ირაკლი ღარიბაშვილი აბრეშუმის გზის ფორუმის შექმნის ინიციატივით გამოდის

IRAKLI GARIBASHVILI OFFICIAL/FACEBOOK.COM

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბრეშუმის გზის ფორუმის შექმნის ინიციატივით გამოდის. პრემიერი რედისონში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

"აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელიც მოიტანა ცივი ომის დასრულებამ.

პოტენციალი დიდია მთლიანად რეგიონისთვისაც, თუმცა პოტენციალის რეალობად ქცევა დიდ ძალისხმევას ითხოვს. საქართველო მზად არის გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა გზაჯვარედინზე და წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში.

ამ მიზნით, ნება მომეცით, გამოვიდე 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის" შექმნის ინიციატივით. ჩვენი ხედვით, ეს იქნება აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში.

ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში ახალი იდეების და თანამშრომლობის გაზრდის გზების მოძიებას. ამ ფორუმის მიზანი იქნება დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები