საფრანგეთი

თუ უმუშევრობა გაიზრდება საფრანგეთის პრეზიდენტი მეორე ვადით კენჭს არ იყრის

Jean-Marc Ayrault

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს აღნიშნა, რომ ის 2017 წლის არჩევნებში კენჭს მეორე ვადით აღარ იყრის, თუ მისი წინასაარჩევნო პირობის შესაბამისად, უმუშევრობის ზრდა არ შეჩერდება.

ოლანდმა ფრანგულ ტელეკომპანია TF1-ს ეთერში აღიარა, რომ როგორც პრეზიდენტმა შეცდომები დაუშვა. მისი თქმით, მას გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა, რომ შეძლებდა საფრაგეთში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებას, რომელმაც სექტემბერში 3.43 მილიონ ადამიანს მიაღწია.

 ოლანდის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა პრეზიდენტობის ვადის ნახევრის ამოწურვამდე.

სოციალისტი ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტი 2012 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურში მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა. მან მეტოქეს  ხმების სამზე მეტი პროცენტით აჯობა და უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე საფრანგეთის პირველი სოციალისტი ლიდერი გახდა.

კომენტარები