პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები

კვაჭანტირაძე: კომიტეტების თავმჯდომარეები თანამდებობებზე დარჩებიან

cp.ge

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, კოალიციიდან გასვლის მიუხედავად დაკავებულ თანამდებობებზე დარჩებიან - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატების გადაწყვეტილება ცხელ გულზე იყო მიღებული და ქართული ოცნება მათ მაინც პარტნიორებად თვლის.

"ეს საკითხები უმრავლესობის კომპეტენციაში შედის. უმრავლესობას აქვს უფლება, მოითხოვოს გარკვეული თანამდებობის პირების გადაყენება, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, რადგან ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ვფიქრობ, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ცხელ გულზე მიღებული. ჩვენ მათ ვთვლით პარტნიორებად და კვალიფიციურებად. ისინი დარჩებიან თანამდებობებზე" - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები