ფედერიკა მოგერინის პრესმდივანი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისრის პრესმდივანი გაზპრომის ლობისტის ცოლია

მოგერინი და პუტინი
lifeinitaly.com

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის კომისრის ფედერიკა მოგერინის პრესმდივანი კეტრინ რეი გაზპრომის ლობისტის ტომას ბაროს-ტასტეტსის ცოლია. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსეთის განყოფილება ავრცელებს.

ბაროს-ტასტეტსი ლობისტური ფირმის G+ ის ბრიუსელის განყოფილების პარტნიორია. 2013 წელს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბაროს-ტასტეტსი G+ ის პარტნიორად გაზპრომის მრჩევლად დაინიშნა, გაზპრომის ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან კონკურენციის საკითხებში.

G+ ის ერთ-ერთი მნიშნველოვანი კლიენტი კომპანია Diversified Energy Communications (for Gazprom Export)-ია, რომლის წლიური ბრუნვაც 300 000 - 350 000-ს შეადგენს. ამ კომპანიაში კი ბაროს ტასტეტსი თანამშრომლად ითვლება, რომელსაც ევროპარლამენტის შენობაში შესვლის აკრედიტაცია აქვს.

29 ოქტომბერს ბაროს-ტასტეტსი ბრიუსელში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალეკსანდრ ნოვაკის გარემოცვაში იმყოფებოდა. ნოვაკის ბრიუსელში ვიზიტის მიზანი ევროკავშირისა და უკრაინის ოფიციალურ პიროებთან მოლაპარაკებები იყო. 

როგორც რადიო თავისუფლებას ევროპული კომისიის პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განუცხადა, კეტრინ რეიმ საკუთარი მეუღლის საქმიანობის შესახებ ევროკავშირს შეატყობინა, მათ შორის მისი გაზპრომთან კავშირიც. მისივე ცნობით, კეტრინ რეი ევროპის, მათ შორის რუსეთის მიმართულებით არ მუშაობს. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისრის პოსტზე კეტრინ ეშტონის ნაცვლად აირჩის. ამ თანამდებობაზე მოგერინის დანიშვნა ბევრმა დასავლელმა ექსპერტმა გააკრიტიკა, მათ შორის გამოცემა The Economist-ის ენერგეტიკისა და ბუნებრივირესურსების განყოფილების რედაქტორმა ედვარდ ლუკასმა. ლუკასის შეფასებით, მოგერინი პუტინის მიმართ დადებითად არის განწყობილი. ლუკასი მოგერინის ნაცვლად კომისრის პოსტზე ცენტრალური ევროპის ქვეყნების პოლიტიკოსებს მოიაზრებდა მათ შორის პოლონეთის პარლამენტის ამჟამინდელ სპიკერს რადეკ სიკორსკის.

 

კომენტარები