პუტინ-ობამას შეხვედრა

პეკინში ობამასა და პუტინის საუბარი დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა

AP

ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის ორგანიზაციის სამიტის  ფარგლებში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს არაფორმალურ ვითარებაში შეხვდნენ. ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს სამიტის მონაწილეთა ერთობლივი ფოტოს გადაღების წინ, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ესაუბრნენ.

პუტინის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტების საუბრის შინაარსი მისთვის უცნობია. ობამასა და პუტინს შორის ოფიციალური მოლაპარაკება სამიტის ფარგლებში დაგეგმილი არ ყოფილა. რუსეთის პრეზიდენტმა პეკინში განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთთან ვაჭრობაში დოლარის ნაცვლად ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტებში განახორციელებენ. 

კომენტარები