ინტერვიუ ქართველ მოჯაჰედთან

ISIS-ის მხარდამჭერი ქართველი მოჯაჰედი: მუსლიმთა მჩაგვრელებს პასუხს მოვთხოვთ

ფოტო პირადი არქივიდან

თამაზ ჭაღალიძე - აჭარელი ეკომიგრანტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა, ამბობს, რომ მუსლიმთა შევოწროებამ საქართველოში ფუნდამენტალისტური განწყობების ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, ყველას, ვინც აქ მუსლიმების ჩაგვრაში იღებს მონაწილეობას ისლამური სახელმწიფო პასუხს აგებინებს. იმედი აქვს, რომ ხალიფატი მალე გაიმარჯვებს და რომ ადრე თუ გვიან მთელი აჭარა გლობალურ ჯიჰადში ჩაერთვება.


დიდი ხანია, რაც თქვენ ბრძოლის რადიკალური ფორმა აირჩიეთ?

მე ბავშვობიდან ვხედავდი რაც ხდებოდა ჩვენს თავს და სულ ვოცნებობდი, რომ გავმხდარიყავი ისეთი ვინმე, ვინც ჩემს ხალხს დაიცავდა. ამისთვის სკოლის ასაკიდან პოლიტიკურ აქტივობას მივჰყე ხელი და საკმაოსაც მივაღწიე, თუმცა იქაც ვხედავდი ჩემი მუსლიმანობისთვის რისი ატანა მიწევდა. ამიტომ დავიწყე მუსლიმანების და ეკომიგრანტი  მუსლიმების პრობლემების შესწავლა.რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონდათ ვიღაცეებს, მითუმეტეს სტუდენტობის დროს თანამოაზრეები ბევრი გავიჩინე. ჩემსავით ბევრი ფიქრობს. მე უბრალოდ საქართველოს საზღვრებს გავსცდი და სიმართლის მტკიცება შევძელი ახალგაზრდებში. ჩვენ შევძელით, რომ ახალგაზრდებს ვაპოვნინეთ სულიერი სიმშვიდე  დავაახლოვეთ ღმერთთან და დავაცილეთ ქუჩას, ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს, ბილწსიტყვაობას და შარიათით აკრძალულ ქმედებებს. და მათაც იგივე გააკეთეს. ჩვენ არამარტო ყურანი, არამედ ბიბლიაც შევისწავლეთ, რითაც ბევრ თემას  დისკუსიები მოჰყვა. ამან საპატრიარქო შეაშფოთა, რადგან მათი აჭარის რელიგიური ანექსიის მოწინააღმდეგეები გამოვჩნდით.

რამდენი ხანია, რაც საქართველოში აღარ იმყოფებით?

ივნისის მერე აღარ ვიმყოფები საქართველოში.

ახლა სირიაში ხართ?

თუ გინდა ის გაიგო, რომ მე მივეკუთვნები, თუ არა მათ, გიდასტურებ - მხარს ვუჭერ და ძალიან მინდა, რომ მალე ჩავერთო საბრძოლო მოქმედებებში და ალაჰის სიტყვის ასამაღლებლად შაჰიდობამდე ვიბრძოლო და სამოთხე დავიმსახურო. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ტელევიზია და პრესა ტერორისტებად გვაშუქებთ, არადა რამ მიიყვანა საქმე აქამდე, ამის შესახებ არ საუბრობთ. პატარა პალესტინად რომ იქცევა მაქაურობა მერე  ყველანი ინანებთ, ვისაც შეგეძლოთ რამე დადებითი გაგეკეთებინათ. ყველა ცდილობს ჩემგან ის დაბეჭდოს, რითიც მუსლიმებს გააკრიტიკებს და საპატრიარქოს მშრალზე გამოიყვანს. თქვენ ხომ ბინძური ამერიკის გრანტებით  არსებობთ და იცით, რომ ჩვენთვის ამერიკა, რუსეთი, ისრაელი თუ რიგითი არამუსლიმი ერთნაირია ვინც ჩვენ გვებრძვის. მერე გიკვირთ, რატომ რადიკალურად იქცევიანო. ადამიანებად მხოლოდ გარყვნილების მომხრეებს თვლით. ამიტომაც ღირსი იყვნენ ის ამერიკელი და ბრიტანელი ჟურნალისტები ძმებმა თავები რომ წააცალეს. რატომ არავინ ინტერესდება აჭარაში ათობით სემინარია გაიხსნა, მთავრობა აფინანსებს მათ. ჩვენ კი სახლებში შეკრებებს გვიკრძალავენ. განა მე იმამი კი არ ვიყავი, რატომ არ გამაჩერეს ოჯახში? იმიტომ, რომ სამეგობროს ვკრებდი და ისლამს ვუხსნიდი. ვუხსნიდი იმიტომ, რომ არ მინდა, რომ ჩემი ახლობლები გარყვნილები და ურწმუნოები იყვნენ. 

სამართალდამცავები გიშლიდნენ შეკრებას, თუ ადგილობრივი ქრისტიანები?

ძაღლები. 12-ჯერ დამკითხეს. შუაღამით სახლში მითვალთვალებდნენ, ხან საერთო ნაცნობებს მიგზავნიდნენ, რადგან თვითონ მათზე ვიტყოდი საჯაროდ. რადგან მე ვეძებდი ყველას, ვისაც სამხედროში, ციხეებში, საჯარო და კერძო სამსახურებში მონათვლას აიძულებდნენ. ქრისტიანები ყველგან მაქსიმუმს აკეთებენ მუსლიმების შევიწროებისთვის. მე გურიაში დავიბადე, სკოლა იქ დავამთავრე და ვიცი, ჩემს თავზე გავლილი მაქვს  ყველაფერი.

როგორც ამბობთ, სამართალდამცავები მუდმივად გითვალთვალებდნენ. როგორ მოახერხეთ საზღვრის გადაკვეთა?

საზღვარზე წლებია პრობლემები გვაქვს. ყველას გვაჩერებდნენ დიდიხნით.  ხან გვეკითხებოდნენ სად მივდიოდით ან მოვდიოდით. ჩვენი სამეგობრო თურქეთში ვმუშაობდით. იყო სიტუაციები ზოგს უკან აბრუნებდნენ და მეორე. მესამე ცდაზე უშვებდნენ . მე შევეცადე ბოლო თვეეები. პასიურობა გამოვიჩინე ისლამურ  ფუნდამენტურ ქადაგებებზე და ჩვეულებრივ როგორც ყოველტვის დიდხნიანი ლოდინის შენდეგ გამიშვეს.  ხანდახან ძალიან საზიზღარი სმენები გვხდებოდა, სულს გვხდიდნენ. მე ხალიფატის გამოცხადებამდე წამოვედი.

ალბათ თქვენს ქართველ თანამოაზრეებთან კავშირი ახლაც გაქვთ.

რა თქმა უნდა, მაგას არც არასოდეს უარვყოფ, პირიქით, არ ვმალავ, მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ გამოფხიზლდეს ჩემი ხალხი და აჭარაში მაინც შეევძლოთ  პოზიციების დაბრუნება. ამას თუ ნებით  ვერ გავაკეთებთ, ვწუხვარ, მაგრამ  გამწარებული, უსახლკარო, დაჩაგრული მუსლიმანები სხვა კუთხეებიდან დაბრუნდებიან და ვიღაცეების საქმე ცუდად წავა.

ვიღაცებში ვის გულისხმოთ? ზოგადად ქართველ ქრისტიანებს?

არა. თუმცა ვინც ხელი გვკრა და ქართველებად არ გვთვლის, მინიმუმ დიდ საყვედურს მიიღებენ.  ვგულისხმობ, ელიტარულ წრეებს, ვინც შეეცადა აჭარიდან აჭარლების გასახლებას სხვა რეგიონებში, მათ ჩაგვრაში.და დამცირებაში მონაწილეებს, ასევე საპატრიარქოს შემადგენლობას, ვინც აჭარაში მიითვისა ტერიტორიები, შენობა-ნაგებობები და პრივილეგიები. ჩვენს ისლამურ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ისლამი აკრძალეს და ყველაფერს არამუსლიმები და ჩამოსახლებულები მართავენ.

აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

ღვთის დახმარებით საქართველოში მე თუ არა ჩემი ძმები დაბრუნდებიან. ისე კი მინდა ცოცხალმა მოვესწრო მაგ დღეს. გვახსოვს სახელი გვარებით,  ჩაწერილია ყველა პიროვნება.

თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ხომ არ აპირებთ რაიმე ტიპის ორგანიზაციის ჩამოყალიბებას?

ორგანიზაციები და მსგავსი რაღაცეები შარიათში არ არსებობს, არც დაჯგუფება. ჩვენ მუსლიმი ძმები ვართ და უფლებებს არავის ვთხოვთ გარდა ალაჰისა და ხელისუფლებისგან მოვითხოვთ ბევრ რაღაცას, რაც დღემდე გაუფუჭებიათ. 

თქვენ თავს ე.წ ისლამურ სახელმწიფოს მიაკუთვნებთ. მათ მეთოდებს კი მთელ მსოფლიოში ტერორიზმს უწოდებენ. მათ ქმედებებს უამრავი უდანაშაულო ადამიანი ეწირება. ცნობილია, რომ ისლამური სახელმწიფოს მეომრებმა მოიტაცეს ქალები, გაყიდეს მონებად და მათზე რადიკალი მუსლიმების გამრავლების მიზნით სექსუალურად ძალადობენ.

სასაცილოა ასეთი რაღაცეების ჩვენს ძმებზე დაბრალება. ჩვენმა შუამავალმა მონებით ვაჭრობა აკრძალა ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნის დასაწყისში. უდანაშაულოდ არავინ არავის კლავს. ჩვენები კლავენ მათ, ვინც ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობსო და მის კანონებს არ აღიარებენ და პირიქით, მსგავს სისაძაგლეებს სჩადიან. ყველაფერს, რაც ხდება ისლამს ნუ მიაწერთ. იმედია, ნატო რომ ბომბავს, იმასაც არ იტყვით, რომ მუსლიმანები ბომბავენო.

თუმცა არსებობენ მუსლიმები, რომლებიც თქვენს მეთოდებს არ იზიარებენ და საკუთარი უფლებების დაცვას სხვა მეთოდებით ცდილობენ. მათ შესახებ რა აზრის ხართ?

ვინ არიან მუსლიმანები, რომლებიც ნატოს შეუძვრნენ და უკოტრიალებენ კალთაში. ის ფინია ძაღლები ისლამის სახელით რომ ზღაპრებს ლაპარაკობენ ეგენი საერთოდ მუსლიმებიც კი არ არიან, ვინც ყურანის გარდა სხვა კანონებით ცხოვრობს. რა აზრი აქვს იმ მეთოდებით ბრძოლას, რომელიც ისლამს ჩამოგაშორებს. მაგ მეთოდებით რა შედეგი აქვთ? მათ აიძულებენ, რომ მაგ მეთოდებში ჩაერიონ.იცი, ეგ რას გავს? ბებერმა მგლებმა რომ კრავებს უთხრან ახალგაზრდა კბილებიანი მგლებიდან მგლების უხუცესთა კანონი დაგიცავთო. სასაცილოა.

მოითხოვა ხალხმა მეჩეთი, პანსიონი და უამრავი რაღაც - მინიმალურები. ჯერ რომელი გააკეთა  მთავრობამ? სასაცილოა როცა კანონიერებაზე საუბრობენ. დამისახელე აჭარაში ან თუნდაც რომელიმე რაიონის გამგებელი ან უმაღლესი საბჭოს წევრი ან ნებისმიერი ჩინოვნიკი, ვინც ტრადიციული ისლამის მაღიარებელი იყოს, თავი რომ დავანებოთ ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებს, რომლებსაც მეჩეთებში იმამობაც კი აკრძალული აქვთ.

რამდენად არის დაცული საქართველოში მუსლიმთა უფლებები?

კომუნისტების პერიოდს ჩვენ არ განვიხილავთ, რადგან მაშინ პრივილეგირებული არავინ ყოფილა. დამოუკიდებლობის მერე ჩვენც სრულფასოვანი მოქალაქეები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა.მუსლიმთა შევიწროებაში საპატრიარქო, სამწუხაროდ, მთავარი იყო. მაგალითად, აჭარაში ისლამის გაქრობისთვის დახარჯული ორი მილიარდი, მითვისებული შენობა-ნაგებობები, ტერიტორიები, პრივილეგიები და მართვა ყველა სექტორებისა.აჭარა იქცა ჯვაროსნული ბრძოლის პოლიგონად, სადაც ყველა რეკეტული ფორმა მიღებულია. მოძებნეთ ხიჭაურის სასწავლებელში რა ხდება,  რას აკეთებენ დიმიტრი, სპირიდონა და სერაფიმე მთავრობის, პოლიციის და უმაღლესი საბჭოს დახმარებით. მაგრამ ალაჰს ვფიცავ, მწარედ ინანებს ყველა. 

როგორ ხდებიან ქართველი მუსლიმები მოჯაჰედები? რა განაპირობებს ფუნდამენტალისტური განწყობების ზრდას? 

პირველი, ყველაფერი ალაჰიდან მოდის, ის აძლევს ადამიანს აზროვნებას და ჩვენ ვიცით, რომ სამყაროს ისლამური ხალიფატი უნდა მართავდეს. ეს დრო ახლოს არის. მეორე, საქართველოში ფუნდამენტური ისლამის მიმდევართა მატება  განათლების დონის მატებას მოჰყვა და  მიმდინარე ანტიისლამურ იდეოლოგიებს. ამან განვითარებულ თანამედროვე ახალგაზრდას მიახვედრა, რომ მას რელიგიის დათმობა არ უნდა უხდებოდეს, პირიქით, რელიგიის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს კიდეც. რა თქმა უნდა, როცა ამ ყველაფერს გადაიტან ალბათ ძნელია თავის შეკავება. ჩემს და ჩემს მუსლიმ ძმებზე რომ უარყოფითად საუბრობენ,  იმას ვერ ხვდებიან, რომ რაც საქართველოში ხდება მაგის გამოძახილია და რატომ უკვირთ, რომ ქართველი მუჯაჰიდები ანუ ჯიჰადისტები, რომ ვარსებობთ და საკმაოდ იოლად ვფართოვდებით.

რამდენად უკავშირდება ქართველ მუსლიმთა შორის ჯიჰადის იდეების პოპულარიზაცია მძიმე სოციალურ ფონს? ზოგი თვლის, რომ მოჯაჰედობა ღარიბ მუსლიმებს თავის გატანის საშუალებას აძლევს და შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. 

არა ეგ სიცრუეა. ამის მოწმე ბევრი ქართველია რომ მე თურქეთში ვმუშაობდი, რომ ჯიბეში გზის ფული მქონოდა და საქართველოში ცოტაოდენი ვალი მქონდა  და ის რომ გადამეხადა ორი თვე ჩაის ვკრეფდი.ჯიჰადი ფულით არ არსებობს. ფული რომ მდომოდა საქართველოშიც მთავაზობდნენ გაქრისტიანების სანაცვლოდ. ამ ყველაფრის უკან სპირიდონა და მურმან დუმბაძე დგას. მე პიარს არ ვიკეთებ. ვცდილობ რეალობა მაქსიმალურად საჯარო გახდეს. მთელი ისტორიები ხომ სასკოლო პროგრამებში მხოლოდ  საპატრიარქოს მეფეებს და ნაციონალიზმს ეფუძნება და უცხოს და მუსლიმებს მტრებად გვაჩვენებს. ამან მიგვიყვანა აქამდე, ამიტომ მინდა ჩემმა თაობამ გვიან მაინც გაიგოს თუ რა ხდება სინამდვილეში.

რადგნაც აჭარლების გასახლების თემას შევეხეთ, გეცოდინებათ, რომ წალკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებელ სახლებთან აქვთ პრობლემა. წალკაში მცხოვრებ აჭარლებს თუ ეკონტაქტებით? მათმა ნაწილმაც ხომ არ დატოვა საქართველო თქვენ მსგავსად?

მათთან როცა ბათუმში ვიყავი მაშინ მქონდა კონტაქტი, რადგან მაშინ აჭარაში მცხოვრები უსახლკარო ხალხის პრობლემებზეც ვმუშაობდი. ეგ გასახლებაც და გამოსახლებაც მუსლიმანთა შევიწროებას ემსახურება. დასაჯეს წალკელები, რადგან წალკაში მოკლე პერიოდში მუსლიმანთა სამუფთო შეიქმნა.

ბოლო პერიოდში საქართველოდან სირიაში წასული მოჯაჰედები დიდი ყურადღების საგანია. ამბობენ, რომ პანკისის ხეობიდან 200-მდე ადამიანი იბრძვის სირიაში და მათ სამხედრო თვისებებზეც ბევრს საუბრობენ. აჭარიდან სირიაში რამდენი ადამიანი წავიდა?

ციფრს ვერ გიპასუხებ, ისე ვიცი, რომ სხვა კუთხეებიდანაც იბრძვიან და რამდენადაც გავიგე უცხოეთში გამუსლიმანებული ქართველებიც არიან ხალიფატის მხარეს. გასაკვირი რაა, ყველა მუსლიმანს ერთი სული აქვს როდის გაიმარჯვებს ხალიფატი სამყაროს უზნეობაზე. ის უნდა უკვირდეთ სირიაში მთელი აჭარა რატო არ ჩაება გლობალურ ჯიჰადში ამდენი ტანჯვის მერე.

კომენტარები