დანია-საქართველო

ლიდეგარდი: გვაწუხებს სამართლებრივი დევნა ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ

politiken.dk

თამარ ბერუჩაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ბერუჩაშვილი დანიელ კოლეგას შეხვდა. "მეტი NATO და ევროპა საქართველოში", - ასე აღწერა ახალმა მინისტრმა თავისი მომავალი საქმიანობის კურსი.

მარტინ ლიდეგარდმა კი, საქართველოს მიულოცა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ახალ პერსპექტივებს უქმნის. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივ დევნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტებით შეწუხებულია.

"გილოცავთ ასოცირების ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერას. დანია მიმდინარე წლის დეკემბერში ხელშეკრულების რატიფიცირებას დაასრულებს. ერთია, მოაწერო ხელი შეთანხმებას, ხოლო მეორეა - მისი დანერგვა. ჩვენ ვიქნებით პარტნიორები და გვინდა, წვლილი შევიტანოთ საქართველოს განვითარებაში, რომ ქვეყანამ ყველა შესაძლებლობა წარმატებით გამოიყენოს. ჩვენ, როგორც მეგობრებმა, აღვნიშნეთ, რომ გვაწუხებს კანონის უზენაესობის საკითხი, ასევე სამართლებრივი დევნა ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი და სამართლიანი", - განაცხადა ლიდეგარდმა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. განხილვის ძირითადი თემა ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის, მედიის თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების კუთიხთ თანამშრომლობა იყო. საქართველოს მთავრობასა და დანიის მთავრობას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა.

კომენტარები