ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბატუმსკი, იგივე მინდია გორაძე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოში გამოაძევეს. 32 წლის გორაძეს უკრაინაში დაბრუნება 3 წლით ეკრძალება.
როგორც ტაბულას შსს-ში განუმარტეს, მინდია გორაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე, ვარლამ კუხიანიძე(ვატია) და სერგო ღლონტი(გუგა), კიევის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კრიმინალური "სხოდკის" დროს, ოქტომბრის ბოლოს დააკავეს.