თბილისის ბიუჯეტი

ენმ მერიას 11 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისკენ მოუწოდებს

დღეს თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის მთავრობას მოუწოდებს, თბილისის ბიუჯეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი გაითვალისწინოს. ასევე, ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დედაქალაქის მთავრობას მოუწოდა, განაახლოს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა.

ენმ მერიას სთხოვს, ბიუჯეტში გაითვალისწინოს თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა ესტაკადით; გივი კარტოზიას ქუჩის ბახტრიონის გვირაბის თამარაშვილის ქუჩასთან დამაკავშირებელი უსახელო გზის გადაკვეთაზე მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა; ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ, ლაგუნასკენ მიმავალ გვირაბთან; სარაჯიშვილის ქუჩის (ვაშლიჯვარი) მარშალ გელოვანთან დაკავშირება ესტაკადით; მარშალ გელოვნის მოედანზე (ვეფხვი და მოყმესთან) საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით); სააკაძის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა გვირაბით;  უნივერსიტეტის ქუჩის და  ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა; კოჯრის გზატკეცილის დაკავშირება (თაბორის მთის გავლით) გორგასალის ქუჩასთან (ახალი გზის მოწყობა); გალაქტიონის ხიდის მარცხენა მხარეს (უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ასასვლელი) პანდუსის მოწყობა; მუხათგვერდისკენ მიმავალი ხიდის რეკონსტრუქცია და მოძრაობის აღდგენა; შეშელიძის და გობრონიძის ქუჩის კვეთასთან მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (მუხიანიდან მოძრავი მანქანებისთვის) და მტკვარზე მარნეულის და რუსთავის გზატკეცილის ბოგდან ხმელნიცკის ქუჩასთან დამაკავშირებელი ხიდის აშენება.

2015 წლის თბილისის ბიუჯეტი მერიას უკვე მომზადებული აქვს. ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა მერია აღნიშნული 11 პროექტიდან რომელიმეს ბიუჯეტში. 2015 წელს თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება. 

კომენტარები