DJ Dusty Kid თბილისში

იტალიელი DJ Dusty Kid თბილისში კლუბ ფორმულა 51-ში დაუკრავს

შაბათს, 15 ნოემბერს, კლუბ ფორმულა 51-ში ცნობილი იტალიელი შემსრულებელი DJ Dusty Kid  დაუკრავს. მასთან ერთდ მსმენელს ქართველი მუსიკოსები Vako T,  Lasha Craft,  Dimitri Funky და Rezi D გაუმასპინძლდებიან.

მუსიკოსმა 2004 წელს შექმნა საკუთარი პროექტი DJ Andrea Ferlin-თან ერთად, რის შემდეგაც მიიპყრო მსოფლიოში ცნობილი დიჯეების და ჩამწერი სტუდიების ყურადღება. ამის შემდეგ მან ჩაწერა რემიქსები ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიცაა Armand Van Helden, Robyn, Bookashade, Moby და Pet Shop Boys.

ღონისძიება 23:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვებგვერდზე biletebi.ge.

კომენტარები