შსს: 15 ნოემბრის აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფად ხვალ თათბირი გაიმართება

ხვალ, 12:00-ზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართება. შეხვედრა 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უკავშირდება. 

შსს-ს ცნობით, თათბირზე მიწვეულები არიან პარტია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.

"შეხვედრის მიზანია, ღონისძიების უსაფრთხო ჩატარების უზრუნველყოფის საკითხების განხილვა" - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აფხაზეთის ანექსიას და აღნიშნულ საკითხზე მთავრობის პოლიტიკას გააპროტესტებს.

კომენტარები