აქციის მიმდინარეობისას ნაციონალური მოძრაობის ოფისს საღებავები ესროლეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს, მაშინ, როცა პარტია რუსთაველის გამზირზე მრავალათასიან აქციას მართავდა, საღებავები ესროლეს და შენობაზე წარწერები დატოვეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა, აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ოფისი წითლად შეღებეს ივანიშვილის ტიტუშკებმა. არაუშავს მეგობრებო, ჩვენ ჯვრებსაც დავახატავთ და საქართველოს დროშის ფერებში იქნება ჩვენი ოფისი“ - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები