ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ბესელია: ვერ ვიტყვი, რომ რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული გაიზარდა

ეკა ბესელია და პატრიარქი
www.facebook.com/EkaBeseliaOfficial

ტაბულას კითხვაზე, როგორ შეაფასებს რელიგიური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული გაიზარდა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დანაშაული არ გაზრდილა.

"ჩვენ გვახსოვს, რომ წლების მანძილზე ასეთი ფაქტები [რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული] ხდებოდა რეაგირების გარეშე. ვერ ვიტყვი, რომ გაიზარდა, მე უფრო ვიტყოდი, რომ დამკვიდრდა ეს კულტურა, რომ ასეთ შემთხვევებზე, სადაც, ვერ ვიტყოდი, რომ ამას აქვს მასიური ხასიათი და ხშირი სახე, მაგრამ იყო ცალკეული გამოვლინება არატოლერანტულობის, იყო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მიერ" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები