ქუთაისის შემოვლითი გზა

სააკაშვილი: მთავრობამ თავისი მიღწევებით იტრაბახოს და არა "პირსისხლიანი რეჟიმის”

როგორც იქნა, გაუხსნიათ ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ. 2012 წლის ბოლოს ვერტმფრენით გადავუფრინე ამ გზის მშენებლობას და გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. მაქსიმუმ 3 თვე ჭირდებოდა გზის საბოლოოდ გახსნას. ამ მთავრობამ კი, ეს 18 თვით დააყოვნა.

საქართველოს მთავრობას ვურჩევ - თუ მაინც და მაინც ტრაბახი უნდათ, იტრაბახონ არა “9 წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის”, არამედ საკუთარი მიღწევებით. ამასთან, მოვუწოდებ გაუბედონ ივანიშვილს, რომელმაც ჩემი და გიგის ჯინაზე დაბლოკა თბილისის შემოვლითი გზის გახსნა და აღიარონ, რომ ეს გზა დასრულებულია. მისი მეშვეობით თბილისი გათავისუფლდება საცობებისგან და ასობით ათასი თბილისელი შვებას იგრძნობს.

წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის შესახებ.

კომენტარები