მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილის საქმეებზე ყველა წინასასამართლო სხდომა 2015 წლის იანვრამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურატურამ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად დამატებითი დრო ითხოვა. ადვოკატ ოთარ კახიძის განმარტებით, პროკურატურის შუამდგომლობით, წინასასამართლო სხდომათა თარიღები ამ ეტაპზე 2015 წლის იანვრისთვის განისაზღვრება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირისთვის ბრალის წარდგენიდან არაუგვიანეს 9 თვისა. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ პირველი ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დევნა მიმდინარეობს - 2007 წლის 7 ნოემბრის, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხარჯებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

კომენტარები