თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ე.წ. კაბელების საქმის მასალების ნაწილს საიდუმლო გრიფი მოეხსნა

ე.წ. კაბელების საქმის მასალების დიდ ნაწილს საიდუმლო გრიფი მოეხსნა. როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, გრიფი საიდუმლო საქმის მასალების მხოლოდ 7%-ზე დარჩა. 

მთავარი პროკურატურის განცხადებით, კონტრდაზვერვის დასკვნის საფუძველზე, მთავარი პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს და კონტრდაზვერვის თანამშრომლების ერთობლივი მუშაობით, საიდუმლო და არასაიდუმლო მასალები ერთმანეთისგან გაიმიჯნა და აღნიშნული გადააწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საიდუმლო გრიფი თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მხოლოდ იმ მასალებს არ მოეხსნა, რომელიც სამხედრო უსაფრთხოებას უკავშირდება. პროკურატურა საჯარო მასალებს დაცვის მხარეს გადაუგზავნის.

ცნობისთვის, ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანია დაკავებული. მათ ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ. ისინი დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვდნენ, პროკურატურა კი მათ მასალების უწყების შენობაში გაცნობას სთავაზობდა. 

კომენტარები