ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი

მარგველაშვილი: ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტში საქართველოს მხარდაჭერას ვხედავთ

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტში ჩვენ ვხედავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული არჩევანის მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სწორედ დღეს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე კიდევ ერთხელ, მწვავედ დადგა საკითხი ჩვენი სახელმწიფობრიობის, სუვერენიტეტისა და მისი განმტკიცების. მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციამ გადადგა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბის მიმართ და ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც ეს ოკუპაცია, ფაქტობრივად, ანექსიის დონემდე მიჰყავს, ლატვიელი კოლეგის ასეთი წარმატებული ვიზიტი ხაზგასასმელია, რადგან მასში ჩვენ ვხედავთ მეგობრობას, მხარდაჭერის, იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული არჩევანის მხარდაჭერა. მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის, რომ ბალტიის ასამბლეა იყო პირველი, ვინც დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები