დღეს ქრისტიან, მუსლიმ, ეზიდ, აგრეთვე ირანში მცხოვრები ქართველი ავტორების ნახატებისა და ფოტოების გამოფენა გაიმართა.
გვაქვს უთვალავი ფერითა - ასე ერქვა გამოფენას, რომლის მიზანიც, ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეთა დაახლოება და დამეგობრება იყო.
გამოფენის მთავარი მესიჯი იყო: "ჩვენ - მუსლიმი, ეზიდი, ქრისტიანი და სხვა რწმენის მქონე ადამიანები, ყველანი ქართველები ვართ.”