ნეპოტიზმი

ნაციონალური მოძრაობა მესტიასა და ონში ნეპოტიზმის მაგალითებს ასახელებს

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მესტიასა და ონში ნეპოტიზმის მაგალითებს ასახელებს. ირმა ნადირაშვილმა წარმოადგინა ციკლი რაიონების მიხედვით, თუ როგორ არიან გადანაწილებული მაჟორიტარი დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები სხვადასხვა თანამდებობაზე. 

"მესტია:

გამგებელი - კაპიტონ ჟორჟოლიან

1.მეუღლე - ნინა ხატისკაცი - თბილისის მერის მოადგილე;
2.ბიძა (დედის ძმა) - ვახტანგ ნაკანი - მესტიის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე;
3.ნათესავი (ბიცოლის ძმა) - მაიზერ ჯაფარიძე (იმავდროულად მაჟორიტარის ნათესავი) -საკრებულოს თავმჯდომარე (არჩევნებამდე იყო გამგებლის მოადგილე);

მაიზერ ჯაფარიძე მაიზერი მესტიის მაჟორიტარის ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავია.

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი - ვიქტორ ჯაფარიძე

1.რძალი - ნელი ნავერიანი - გამგებლის პირველი მოადგილე;
2.მეგობარი - ირაკლი ქურდიანი – გამგებლის მოადგილე (სოფლის მეურნეობის დარგში);
3.ბიძაშვილის მეუღლე - სოფო ჩხვიმიანი - მესტიის სოციალური სამსახურის უფროსი;
4.დისშვილი - ლევან კიკვიძე - არჩევნებამდე იყო მესტიის გამგეობის აპარატის უფროსი, არჩევნების შემდეგ გადაიყვანეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში;
5.ნათესავი - თეიმურაზ ნავერიანი - საფინანსო სამსახურის უფროსი;
6.ნათესავი - ქეთინო ხარძიანი - აპარატის უფროსი;
7.ნათესავი - ხატია წიკლაური - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყ. უფროსი;
8.ნათესავი - გვანცა ფარიანი - საკრებულოს აპარატის თანამშრომელი.

ონი:

ონის მაჟორიტარი დეპუტატი - გია ჯაფარიძე:

1.რამაზ ჯაფარიძე (ძმა) - ონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი (მისივე ბიუროს უფროსი)
2.მალხაზ ჯაფარიძე (ძმა) - კულტურის ცენტრის დირექტორი
3.შუქურა ჯაფარიძე (ნათესავი, მეზობელი) - საკრებულოს თავმჯდომარე
4.ბაკურ ჯაფარიძე (ბიძაშვილი) - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
5.მერაბ ჯაფარიძე (ნათესავი) - სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე
6. ალექსანდრე ჯაფარიძე ( ნათესავი) - გამგებლის მოადგილე", - ითქვა პრესკონფერენციაზე.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ნეპოტიზმის შემთხვევებს პარტია ყოველკვირა წარმოადგენს.

კომენტარები