დაჭრა

პოლიციელის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო

Getty Images

თბილისში, თემქაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გუშინ, თემქაზე მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მ.მ. დაჭრეს. ის #5 საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ტაბულას შსს-მ განუცხადა, პოლიციელი ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

კომენტარები