საქართველოს პატრიარქი

ილია II: მოდის ხალხი საპატრიარქოში და ბანკის ვალის გამო ტირის

მინდა, გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები აიღო და სახლები ჩადო. ბანკს გამოჰყავს სახლიდან და ამ შუა ზამთარში ისინი გარეთ რჩებიან. ვთხოვ ბანკის ხელმძღვანელებს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ხალხი საპატრიარქოში და ამის გამო ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს, დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ გაუყიდონ.

განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

კომენტარები