სახელმწიფო ბიუჯეტი

შავლიაშვილი: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტის 81% უკვე აითვისა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ნოემბრის ჩათვლით უწყების ბიუჯეტის 81% აითვისა. ამის შესახებ მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

"ჩვენი ბიუჯეტი წელს იყო 936 მილიონი, აქედან 755 მილიონი უკვე დახარჯულია. ეს არის დაახლოებით 81%. წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით, რომ დამატებით 130-დან 140 მილიონამდე დავხარჯავთ და 95%-მდე ავალთ. 93%-ზე მეტი რეალურ თანხასთან არასდროს ყოფილა ათვისება, დაკორექტირების შემდეგ იყო 97% და 100%-ზე ადიოდა. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, რაზეც არის საუბარი, რომ ბოლო თვეში ხდება დიდი ათვისებები, ესეც არასწორია. ყოველ წელიწადს დეკემბერში იყო ყველაზე მაღალი ხარჯვა, 2009 წლიდან დღემდე. სექტემბრის თვეში ხარჯვა გვქონდა 100 მილიონი, ოქტომბერში 125 მილიონი, ნოემბერში 123 მილიონი", - განაცხადა შავლიაშვილმა.

კომენტარები