კრიზისი რუსეთში

ლუკაშენკომ მთავრობას რუსული ბაზრის ალტერნატივის მოძებნა დაავალა

Belarussian President Alexander Lukashenko speaks to the media at a polling station during local election in Minsk
Vasily Fedosenko / REUTERS

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობის წევრებს რუსული ბაზრის ალტერნატივის პოვნა დაავალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანას დევალვაცია, დეფოლტი და უმუშევრობა ემუქრება.

„არ არის საჭირო რუსული ბაზრის გაკერპება, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ჩვენი მოძმე ქვეყანაა. როგორც ხედავთ, მისი ბაზარი ჩამოიშალა, შემდეგ ჩვენც მივყევით. დიახ, ოდესღაც (რუსულ ბაზარზე) 85 პროცენტამდე ვყიდდით, ახლა უკვე 40-45 პროცენტს“, - განაცხადა ლუკაშენკომ 16 დეკემბერს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, ანალოგიური სიტუაცია შესაძლოა ყაზახეთშიც შეიქმნას, რომელიც, ისევე როგორც ბელარუსი, რუსულ ეკონომიკაზეა მიბმული. ასევე ცუდად იმოქმედა ბელარუსზე სიტუაციამ უკრაინაში, რადგან ამ ქვეყანაში ექსპორტი შემცირდა.   

მისი თქმით, ამ სიტუაციაში მინსკი გულხელდაკრეფილი ვერ იჯდება.

„ასეთი სიტუაცია არასოდეს ყოფილა. ამ სიტუაციაში ჩვენი მდგრადობა უნდა ვაჩვენოთ. მომავალი წელი ჩვენი გამოცდა იქნება. როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, ხალხს შედეგი უნდა ვაჩვენოთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ. 

კომენტარები