კიევში, მაიდანზე დღეს დაღუპული ქართველო სამხედროს ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. როგორც ცნობილია, გრიგოლაშვილის საქართველოში დღესვე გადმოასვენებენ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა. ეს უკრაინაში ქართველ მებრძოლებს შორის პირველი მსხვერპლია.
ქართველი მებრძოლი უკრაინაში