პატრიარქის იუბილე

ღარიბაშვილი: ილია მეორე კაცთმოყვარეობისა და მიტევების მაგალითს გვაძლევს

ტაბულა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან 37-ე წელი მიულოცა. 

 ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ილია მეორე გვაძლევს კაცთმოყვარეობის, მიტევების, სიყვარულისა და პატრიოტიზმის მაგალითს.

"მინდა, მთელი გულით და სულით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილე. ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი. ქართველმა ხალხმა ამ 37 წლის განმავლობაში ურთულესი განსაცდელები გამოიარა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველთვის ასოცირდებით ჩვენი ხალხის იმედთან და ნუგეშთან. თქვენ ყოველთვის დგახართ და იდგებით ქართველი ერის გვერდით. ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომ გვყავს ასეთი წინამძღვარი, როგორიც პატრიარქია. მე მახარებს, რომ თქვენ ყველას გვაძლევთ კაცთმოყვარეობის, მიტევების, სიყვარულისა და პატრიოტიზმის მაგალითს. მთავრობის და მხედრობის სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გისურვებთ მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს. მჯერა, თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება", - მიმართა პრემიერმინისტრმა პატრიარქს. 

მთავრობის მეთაურის თქმით, "ჩვენი ერი აუცილებლად მიხვდება თუ რაოდენ დიდია უწმინდესის ღვაწლი ქრისტიანობის განმტკიცების საქმეში".

კომენტარები