საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა

sportall.ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. მან ნაკრებთან კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმა. ახალი მწვრთნელი მუშაობას 2015 წლის 1-ლი იანვრიდან შეუდგება.

კახა ცხადაძის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართაველოს ნაკრების გულშემატკივარი გაახაროს.

"მინდა დასრულდეს ის დამოკიდებულება, რომ ნაკრები უპერსპექტივოა და წარმატებას ვერ მიაღწევს", - აღნიშნა ცხადაძემ.

ამჟამად ცხადაძე ბაქოს ინტერის მწვრთნელია. ის ორივე გუნდში ერთდროულად გააგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძემ თემურ ქეცბაია შეცვალა, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2010 წელს დაინიშნა.

კომენტარები