თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს. ადვოკატის შუამდგომლობა 5 ბრალდებულის თავდებობით გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ, სასამართლომ დაუშვებლად ცნო. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის დასაშვებობის საკითხი საჩივრის მიღებიდან, 24 საათიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თავდებში 40-მდე ცნობილი პირი, მათ შორის პარლამენტარები და ხელოვანები უდგებიან.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.