საგანელიძე: რესტორანში ჩემი ინიციატივით შევიკრიბეთ და ძალიანაც ვამაყობ

შეხვედრა ჩემი ინიციატივით გაიმართა და ძალიანაც ვამაყობ, რომ ჩემი ინიციატივა იყო. ვთქვი, რომ მოდი, უმრავლესობა ახალი წლის წინ შევიკრიბოთ და ერთმანეთს მხოლოდ კომიტეტების, ფრაქციის სხდომებზე და პლენარულ სხდომათა დარბაზში რომ ვხვდებით, ერთხელ სუფრაზეც შევხვდეთ და ერთმანეთს მეუღლეები გავაცნოთ. თავადან იყო იდეა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მეუღლეებთან ერთად შევკრებილიყავით. შემდეგ ითქვა, რომ მეუღლეებთან ერთად შეკრება ძალიან დიდი გამოვიდოდა და ზოგის მეუღლე წასული იყო, ამიტომ ვთქვით, რომ მეუღლეები უფრო ვიწრო წრეში გაგვეცნო ერთმანეთისათვის და დაგვეპატიჟებინა მთავრობა. მაინც კოალიცია ვართ და ერთად მოვედით. ჩემი ინიციატივა იყო ბიძინა ივანიშვილისთვის მოსვლა მეთხოვა. მე თვითონ დავურეკე და ვუთხარი იდეის შესახებ. ძალიან გამიხარდა, როცა ბატონი ბიძინა ჩემს შეთავაზებას დიდი სიამოვნებით დასთანხმდა. შევიკრიბეთ დღის სამ საათზე, დავიშალეთ საღამოს შვიდზე. ეს იყო მეგობრული ვახშამი თუ სადილი, რასაც მოჰყვა კეთილი საახალწლო სურვილები, ერთმანეთის დალოცვა. სუფრაზე შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრო, მოჰყვე ანეგდოტი, იღადაო კიდეც და ვიღაცამ ერთმანეთთან ვახტანგურიც დალიოს. იყო კარგი სიმღერაც, რადგან იყვნენ "ქართული ხმების" წარმომადგენლები. სუფრას სიმღერა უხდება და მეც სიამოვნებით ვმღეროდი

ქართული ოცნების წევრები და მინისტრთა კაბინეტი ბიძინა ივანიშვილს 27 დეკემბერს რესტორან "ბაგრატიონში" შეხვდა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კომენტარი სააგენტო ინტერპრესნიუსთან გააკეთა.

კომენტარები