რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

ევროკავშირმა შესაძლოა რუსულენოვანი ტელეარხი შექმნას

EPA

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი მხარს უჭერს ახალ რუსულენოვანი სატელევიზიო არხის შექმნას, რომლის ამოცანა რუსული პროპაგანდასთან ბრძოლა იქნება. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა BuzzFeed News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი არხი ფაქტებს დაბალანსებულად გადმოსცემს და არავითარ შემთხვევაში არ გახდება პროპაგანდის საშუალება. იმ ქვეყენებს შორის, რომელიც ამ იდეას მხარს უჭერს, სკანდინავიის ქვეყნები, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთია.

„რუსული ტელევიზია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან აგრესიულია, მისი პროდუქტი ვეღარ ჩაითვლება ნორმალურ ახალ ამბებად ან ნორმალურ ჟურნალისტიკად. ეს უფრო საინფორმაციო ომი და პროპაგანდაა", - განაცხადა რინკევიჩსმა.

მისი თქმით, პირველ რიგში ახალი ტელეარხის მაუწყებლობა ლატვიასა და ესტონეთში უდნა დაიწყოს, სადაც ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მეტი რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

კომენტარები