აშშ-კუბის ურთიერთობა

50 წლის შემდეგ, აშშ-კუბის წარმომადგენლები პირველად 21 იანვარს შეხვდებიან

worldtribune.com

50-წლიანი გაუქმებული დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, აშშ-ის და კუბის წარმომადგენლები ერთმანეთს პირველად 21-22 იანვარს შეხვდებიან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰავანას ეწვევა, სადაც კუბის წარმომადგენლებთან მიგრაციის პოლიტიკასა და დიპლმატიური ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრებს. 

კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზების ინიციატორი ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო. პრეზიდენტი ასევე აპირებს დაარწმუნოს კონგრესი, რომ კუბასთან 54-წლიანი სავაჭრო ემბარგო გააუქმოს. 

ობამას ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კუბას კომუნისტი ლიდერები კვლავ არღვევენ ადამიანთა უფლებებს და ვერ უზრუნველყოფენ ისეთი ფუნდამენტური უფლებების დაცვას, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და კომუნისტური პარტიის გარდა სხვა პოლიტიკური პარტიების ლეგალურობა. 

კომენტარები