ავიაკატასტროფა

მაშველებმა ზღვიდან AIRASIA-ს თვითმფრინავის ერთ-ერთი შავი ყუთი ამოიტანეს

skynews

ინდონეზიელმა მაშველებმა მალაიზიური ავიაკომპანია AirAsia-ს ჩამოვარდნილი ლაინერის ერთ-ერთი შავი ყუთი ზღვის ფსკერიდან ამოიტანეს და მეორე ჩამწერის ამოტანასაც გეგმავენ. ისინი 30 მეტრის სიღრმეზე, თვითმფრინავის ნამსხვრევების ქვეშ იყო მოყოლილი. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც შავი ყუთების სიგნალი ინდონეზიურმა სამაშველო ხომალდმა დააფიქსირა.

მანამდე მაშველებმა თვითმფრინავის უკანა ნაწილი ზღვის ფსკერიდან ამოიტანეს, ნამსხვრევების დარჩენილი ნაწილის ამოტანა გრძელდება. თვითმფრინავის ნარჩენებისა და შავი ყუთების ჩანაწერების შესწავლა გამოძიებას კატასტროფის მიზეზების დადგენაში დაეხმარება.

AirAsia-ს კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ინდონეზიის სანაპიროსთან 28 დეკემბერს ჩამოვარდა, მის ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე კატასტროფის 48 მსხვერპლის ცხედარია ნაპოვნი. 

კომენტარები