უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტებს მასირებული ცეცხლი გაუხსნეს

AFP

უკრაინის შეიარაღებულმა ძლებმა დონეცკის აეროპორტის გარშემო სეპარატისტთა პოზიციებს შეუტიეს. პრეზიდენტი მრჩევლის იური ბორიუკოვის ინფორმაციით, სამხედროებმა მიიღეს ბრძანება მასირებული ცეცხლის გახსნის შესახებ. დონეცკის აეროპორტის დამცველთა დასახმარებლად ბრძოლაში ათეულობით ტანკი და საარტილერიო დანადგარი ჩაერთო. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ სეპარატისტებისგან აეროპორტის ტერიტორია გაწმინდა და საკუთარი კონტროლის ზონა გააფართოვა. აეროპორტიდან სამხედროებმა 20 დაჭრილის და ორი დაღუპულის ევაკუაცია განახორციელეს. დოიჩე ველეს ცნობთ, დონეცკში ისმის აფეთქების ხმები, შეინიშნება პანიკა ადგილობრივ მოსახლეობაში.

კიევში ათეულათასობით ადამიანი მშვიდობის მარშზე გამოვიდა, რომელიც ქალაქ ვოლნოვახაში სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას მიეძღვნა. მარშზე პრეზიდენტი პოროშენკო გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს.

ეუთოს დამკვირვებელთა მისიამ უკრაინაში ვოლნოვახას ტრაგედიაზე ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ცეცხლი გრადის ტიპის დანადგარიდან შემთხვევის ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გაიხსნა, სადაც სეპარატისტთა პოზიციებია განლაგებული. ავტობუსთან ჭურვის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები